12:38 - 08 May, 2026
|
2016-12-26 12:16:13, 1043 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მუშაობას იანვრიდან დაიწყებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მუშაობას იანვრიდან დაიწყებს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა ქვეყნის მოდელებისა და გამოცდილების გაცნობის მიზნით, კვლევითი საქმიანობა დაწყებულია. "იანვარში დავიწყებთ სხვადასხვა ტიპის მოდელის განხილვას. თებერვალში უკვე პარლამენტს ექნება ცვლილებათა პაკეტი, რათა მარტამდე ეს ცვლილებები მივიღოთ. მოდელებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას ვეცნობით. მოვძებნით საუკეთესო ბალანსს, რათა ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული”, - განაცხადა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)