|
2016-12-25 18:07:54, 2503 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერმა კურორტი მიტარბი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კურორტი მიტარბი გახსნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალი, საქართველოში უპრეცედენტო მოდელი - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა 150-მილიონიანი ინვესტიციის განაწილება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, რომლის შედეგად, სახელმწიფომ ააშენა საბაგირო გზა, გაარემონტა გზები, ხოლო კერძო კომპანია "ჯიარდისი" ახორციელებს ინვესტიციებს სასტუმროების, აპარტოტელების, მაღაზიების, გასართობი ცენტრებისა და პარკინგების მშენებლობაში. "ეს არის სრულიად ახალი მოდელი, რომელსაც ჩვენ სხვა კურორტებზეც გამოვიყენებთ. უახლოეს მომავალში მზად იქნება კოხტა-მიტარბის კურორტის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კურორტი კანონზომიერად განვითარდება და არ იქნება ქაოსური განვითარება. ეს კურორტი ჩაფლულია ულამაზეს ლანდშაფტში და ვფიქრობ, ამ ინვესტიციებით, ბორჯომ-ბაკურიანის და კოხტა-მიტარბის ერთიანი კომპლექსი შეიქმნება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი იქნება", - განაცხადა პრემიერმა. გარდა ამისა, ბაკურიანში გასულ წელს დამონტაჟდა სამთო ციგა, 2017 წელს კი იწყება ბიატლონის ტრასის მშენებლობა, დაგეგმარდება ახალი სატრამპლინო სისტემა, დაიწყება ჰოკეის მოედნის მშენებლობა და იარსებებს სრული კომპლექსი, რომელიც მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კურორტზე შექმნილი იქნება ყველა პირობა, რათა ნაკრებებმა ვარჯიში მთელი წლის მანძილზე შეძლონ. "ვფიქრობთ, 12 თვის მანძილზე არ იქნება დღე, როდესაც ეს კურორტები დატვირთული არ იქნება. ეს ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს. ეს კურორტი, 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეინახავს, რაც უდიდესი შვება იქნება აქ მცხოვრებთათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის აღდგენის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ახალი წლის მისალოცი რეგიონის მოსახლეობისთვის. "ეს იქნება დაბრუნება ბავშვობაში და ამავდროულად - გზა მომავლისკენ. მოგეხსენებათ, ეს ხაზი საჭიროებდა განახლებას და ის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხაზი მთელ ამ მარშრუტზე არსებული სოფლების მოსახლეობისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ წარმატებაში მიიღო მონაწილეობა - "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილს და მის გუნდს; კომპანია "ჯიარდისის"; Black Sea Group-ს, რომელმაც უპრეცედენტოდ მოკლე დროში ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა; Doppelmayr-ს და მის წარმომადგენლებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც გვერდით ედგნენ პროექტის განხორციელებას. გიორგი კვირიკაშვილმა ყველას მიულოცა დღევანდელი დღე და აღნიშნა, რომ ეს "ძალიან დიდი მომავლის დასაწყისი იქნება". დაბა მიტარბის ტერიტორიაზე ორი ახალი საბაგირო და ერთი ბიგელი Black Sea Group-მა ააშენა. კურორტზე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Doppelmayr-ის საბაგირო დამონტაჟდა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)