|
2016-12-25 11:09:19, 1305 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: უმჯობესია, პარტიას ჰყავდეს ადგილზე მოქმედი თავმჯდომარე, რაც არაფრით აკნინებს მისი დამფუძნებლის ფუნქციას
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ყრილობაზე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს. როგორც ბაქრაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, 99%-იანი ალბათობით, პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური დარჩეს: "თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, მეც ვიხრები, რომ პარტიის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია, ჰყავდეს ადგილზე მოქმედი თავმჯდომარე, რაც არაფრით არ აკნინებს მისი დამფუძნებლის და ლიდერის დამსახურებას და ფუნქციას. ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იმყოფება, დევნის გამო, უკრაინაში და მასთან ერთად რომ აქ იყოს პარტიის თავმჯდომარე, ეს პარტიისთვის კარგია, მაგრამ შეიქმნა ისეთი ემოციური ფონი, რასაც მოჰყვა კიდეც ჩემი თანაგუნდელების მიერ მწვავე განცხადებები, ამიტომ არ ვაპირებ თავმდჯომარეობას," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)