|
2016-12-23 19:08:50, 2453 ნახვა
ეკონომიკა
ნოემბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.7%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი, 6,7%-ით
ნოემბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.7%-ით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი, 6,7%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 891.2 მლნ ლარით (5.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 17.8 მლრდ ლარი შეადგინა. სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.5 მლნ ლარით (2.7 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 724.7 მლნ ლარით (6.7 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.6 პროცენტი შეადგინა). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მლრდ ლარის (6.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით მეტი). 2016 წლის ნოემბრის განმავლობაში 4.5 პროცენტით ანუ 346.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 9.0 მლრდ ლარ მიაღწია. მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.32 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.25 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)