|
2015-03-26 12:19:18, 963 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ლარი ზაფხულში დასტაბილურდება
პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ლარი დოლართან მიმართებაში აღარ გაუფასურდება და იმ ნიშნულს შეინარჩუნებს, რაც დღეს არის. როგორც მან მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, ლარი ზაფხულში დასტაბილურდება. „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვენარჩუნებინა ის ნიშნული, რომელიც ახლა დაფიქსირდა. ლარის დასტაბილურებისთვის ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყო განსჯის საგანი, მაგრამ იყო სავალუტო მისია ჩამოსული, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, მთავრობა იყო ჩართული. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს პორცესები ნაკლებად მტკივნეულად წარმართულიყო. მოვახერხეთ ეს?!– რა თქმა უნდა ვერა, რადგან ეს ძალიან რთულია. ამის რესურსი მთავრობას არ გააჩნია. მე ერთხის მხრივ რა თქმა უნდა მერიდება, უნდა ვუთხრა მოსახლეობას, უნდა ვანუგეშო, რომ ეს სიტუაცია დროზე ადრე შეიცვლება, მაგრამ აქვე არ მაქვს კონკრეტული რეცეპტი, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ დგომაროებიდან დღეს ან ხვალ, ამას შეიძლება დასჭირდეს რამოდენიმე თვე. ჩვენ ველოდებით, რომ ლარი კიდევ უფრო დასტაბილურდება ზაფხულის თვეში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, ქვეყანაში რამოდენიმე მსხვილი პროექტი განხორციელდება. მას აქვს მოლოდინი, რომ საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა და ტურისტების რაოდენობაც გაიზრდება. „რამდენიმე პროექტი განხორციელდება, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ჩვენ ველოდებით, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა წელს საქართველოში. ეს კი რა თქმა უნდა ლარს დაასტაბილურებს. ასევე ველოდებით, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა გვექნება. ზაფხულისთვის ჩვენი პროგნოზია, რომ სიტუაცია დასტაბილურდება“, – განაცხადა ირაკლი ღრიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ექსპერტების შეფასებით, ქვეყანამ კრიზისული პერიოდი გადალახა და ლარი დოლართან მიმართებაში აღარ გაუფასურდება. „ ეს კრიტიკული პერიოდი, ექსპერტების მოსაზრებაა, რომ გადალახული გვაქვს. მათი პროგნოზია, რომ ლარი ზევით აღარ წავა. ახლა მოსალოდნელია , რომ თვეების მიხედვით ეტაპობრივად ჩამოვიდეს ქვევით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ოფიციალური კურსით, დღეს, 1 დოლარი 2.22 ლარია.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)