|
2016-12-23 16:53:20, 2197 ნახვა
პოლიტიკა
ვასილ მაღლაფერიძის საზმაუს დირექტორად არჩევას სახელისუფლო და ბორდის მხარდაჭერა აქვს
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესახებ სახელისუფლო წრეებში გადაწყვეტილება მიღებულია. „ექსპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ხელისუფლება მხარდაჭერას "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის ყოფილ მოადგილეს, ვასილ მაღლაფერიძეს უცხადებს. მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიას დავუკავშირდით. მან განაცხადა, რომ არჩევნებამდე კომენტარს არ გააკეთებს. „ჯერ უნდა გამოქვეყნდეს სია, შემდეგ იქნება მეორე ტური და ალბათ 7-ში ჩატარდება არჩევნები. ამ ეტაპზე ჩემი პოზიციის დაფიქსირება იქნება ამ პროცესის არასწორად წარმართვის შესაძლებლობა. მე კომენტარს არ გავაკეთებ, სანამ არჩევნები არ იქნება“,- აღნიშნა გოგელიამ. რაც შეეხება თავად მაღლაფერიძეს, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „წარმოდგენა არ მაქვს. საიდან იცით ეგ? მე არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს ბორდის წევრებთან და არც ჩემს ნაცნობებს აქვთ კომუნიკაცია. არ მგონია რომ ეგრე იყოს. როგორ შეიძლება რამე ვთქვა, როცა ჯერ მგონი განცხადებების მიღებაც არ დასრულებულა. ამ კუთხით არ დგას საკითხი და არც მგონია ეს ვინმემ იცოდეს. თქვენს წყაროს საფუძველი არ აქვს მგონი. წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ დამიჭერენ მხარს, მაგრამ მგონი ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ ცნობილია, ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საბჭოში დოკუმენტები უკვე შეიტანა. კიდევ ერთი კანდიდატი პირველი არხის თანამშრომელი, ნინო ზაუტაშვილი დირექტორობისთვის ბრძოლას დღეიდან აპირებს. ის ოფიციალურ კანდიდატად დღეს დარეგისტრირდება. მაუწყებლის დირექტორობისთვის ბრძოლას ჟურნალისტი რამაზ სამხარაძეც აპირებს. იგი ახლა რადიოების „თბილისი“ და „ჰერეთის“ ხელმძღვანელია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)