|
2016-12-23 15:26:45, 969 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, 19 დეკემბერს ბერლინში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ხელისუფლებას და გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა ტრაგიკული მოვლენის გამო. „გამოვხატავ სოლიდარობას და ვგმობ იმ საზარელ ტერორისტულ აქტს, რომელიც ბერლინში მოხდა. ეს არის ის დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ყველას წინაშე დგას, ეს არის ის საფრთხეები, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. საქართველო დგას გერმანელი ხალხის გვერდით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვებრძოლოთ ტერორიზმს, უზრუნველეყოთ უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით" - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. 19 დეკემბერს, ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა 12, ხოლო დაშავდა 48 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)