18:32 - 07 Jun, 2026
|
2016-12-23 11:39:58, 899 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში გერმანიის საელჩოს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრმა გერმანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს 19 დეკემბერს, ბერლინში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. „ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად გერმანელ ხალხს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ. როგორც ცნობილია, თავდასხმა ბერლინის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)