10:53 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 18:26:32, 1238 ნახვა

პოლიტიკა
„იმედი“: სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი დაითხოვეს

სამხედრო პოლიციიდან დღეს 100-მდე თანამშრომელი დაითხოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამხედრო პოლიცია დღეს 100-მდე თანამშრომელს დაატოვებინეს. შეხვედრაზე, სამხედროებს განუმარტეს, რომ უწყება კადრებს ამცირებს.

რეორგანიზაციის შესახებ ინფომაცია გენერალურ შტაბშიც დაადასტურეს. შეხვედრის შემდეგ გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მათთვის იყო მოულოდნელი და უსამართლო.

მათი თქმით, გათავისუფლება ხელმძღვანელობამ სამხედრო პოლიციაში ოპტიმიზაციით და კადრების შემცირებით ახსნა.

"ერთი ხელის მოსმით, ასე უცაბედად, საახალწლოდ დაგვტოვეს ამდენი ხალხი ულუკმაპუროდ. განმარტეს, რომ ჩვენი შტატები საერთოდ გააუქმეს". - განაცხადა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა.

გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, რეორგანიზაცია აუცილებლობამ მოითხოვა.

შემცირების ერთ-ერთი მიზეზი კი გაბერილი შტატები იყო. შალვა ჯაბახიძის განმარტებით, ცვლილებები ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკას არ უკავშირდება, რადგან რეორგანიზაცია სამხედრო პოლიციაში მთავრობის განცხადებამდე დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics