|
2016-12-20 23:44:52, 2223 ნახვა
სამხედრო
დავით ნემსაძეს შეიარაღებული ძალების ოფიცერი ტყუილში ამხელს
შეიარაღებული ძალების მოქმედი ოფიცერი ირაკლი მანჯგალაძე სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს თადარიგის ოფიცრის, დავით ნემსაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რის მიხედვით გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ჯანჯღავამ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სურათები თავდაცვის სამინისტროს საპატიო სტენდიდან მოხსნა. როგორც "ექსპრესნიუსს" შეიარაღებული ძალების ოფიცერმა ირაკლი მანჯგალაძემ განუცხადა, ფოტო რომელიც დავით ნემსაძემ გაავრცელა, გადაღებულია 2006 წლის დეკემბერში, და არა ეხლა, თანაც არა სამინისტროში, არამედ გვარდიაში, სადაც მანჯგალაძის ცნობით, ნიკოლოზ ჯანჯღავა 2007 წლის იანვარში დაინიშნა ხელმძღვანელად. " 2006 წლის დეკემბრისთვის რემონტი კეთდებოდა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში, შესაბამისად ეს ფოტოები ჩამოხსნეს რომ არ დაზიანებულიყო. 2007 წლის იანვარში ნიკა ჯანჯღავა დაინიშნა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსად. აქედან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ ჯანჯღავას დროს ჩამოიხსნა ფოტოები არის მტკნარი სიცრუე. მოგვიანებით ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის შენობა გაიყიდა და ფოტოებიც გადავიდა ახალ შენობაში. მაშინდელი პირადი შემადგენლობის ყველა წევრი დაგიდასტურებთ ჩემს სიტყვებს" - განუცხადა "ექსპრესნიუსს" ირაკლი მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)