18:24 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 17:09:29, 1065 ნახვა

საზოგადოება
კაჭრეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გურჯაანი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა, სადაც ერთმანეთს "ფორდისა" და "ჟიგულის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. 

ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics