17:00 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 11:02:06, 1009 ნახვა

საზოგადოება
დიდთოვლობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია

დიდთოვლობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას.

„მგზავრები გადაყვანილნი არიან აეროპორტის ტერმინალის შენობაში.  ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. განახლებულ ინფორმაციას შეიტყობთ ჩვენი გვერდის მეშვეობით. შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ აეროპორტის ცხელ ხაზზე: 0341 23 70 00“, - აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის  განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics