09:58 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 16:56:05, 1327 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ზაალ მიქელაძე დაინიშნა

დღეიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებს.

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭი ეყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე. დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ წარადგინა.

ზაალ მიქელაძე პროფესიით ექიმია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1995-2011 წლებში მუშაობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში, პედიატრად, შემდეგ დირექტორის მოადგილედ სამედიცინო დარგში. 2007-2012 იყო სადაზღვევო კომპანია „იმედი-L“-ის სამედიცინო მენეჯერი, ხოლო 2012 წელს „ჩემი ოჯახის კლინიკა-ქობულეთის’’ სამედიცინო მენეჯერი. 2013 წლიდან დღემდე ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას აჭარაში.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics