22:29 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 11:51:59, 2692 ნახვა

მსოფლიო
იემენში სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო

იემენის ქალაქ ადენში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქ ადენში, სამხედრო ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შედეგადაც 30 სამხედრო დაიღუპა. 

მედიის ცნობით, ჯარისკაცები ხელფასის ასაღებად რიგში იდგნენ, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა “შაჰიდის ქამარი” აამოქმედა.

აღნიშნული სამხედრო ბაზა ისლამისტების სამიზნე ერთხელ უკვე გახდა. ანალოგიური თავდასხმა ერთი კვირის წინაც მოხდა. მაშინ თავდასხმას 50  ჯარისკაცი ემსხვერპლა. მომხდარზე კი პასუხისმგებლობა კვლავ დაჯგუფება ე.წ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics