21:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 12:11:27, 925 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე მარგიშვილი: თბილისში არსებული უძრავი ქონების გასხვისების წესი მარტივდება

თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით უძრავი ქონების გასხვისების ახალი წესი დამტკიცდა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ცვლილების თანახმად, აუქციონი ერთი დღის ნაცვლად რამდენიმე დღე გაგრძელდება, დაინტერესებულ პირს კი,  ვაჭრობა აუქციონის ვადის ამოწურვამდე შეუძლია. 

უძრავი ქონების საწყის საპრივატიზებო ფასს კი, დამოუკიდებელი აუდიტის მიერ დადგენილი ფასის მიხედვით საკრებულო დაამტკიცებს. 

„თბილისის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებით უძრავი ქონების ახალი წესი დამტკიცდა. საუბარია თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ მიწებზე. გასხვისების წესი გამარტივდა, გახდა უფრო დემოკრატიული და ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა აუქციონში მონაწილეობა  მიიღოს.  ცვლილების მიხედვით აქამდე თუ აუქციონი ერთ დღიანი იყო, ამიერიდან ის რამდენიმე დღეს გასტანს. დაინტერესებულ პირს შეეძლება, ვაჭრობა აუქციონის გამოცხადების პირველივე დღეს დაიწყოს და აუქციონის ვადის ამოწურვამდე ივაჭროს. აუქციონზე საკუთრების უფლების ფორმით გასასხვისებლად დღეს 12:00 საათზე  58 ერთეული ლოტია გამოტანილი  და ამ პროცედურებს ჩვენ 2 კვირის განმავლობაში გავატარებთ“, – აღნიშნა მარგიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics