|
2016-12-16 10:28:42, 1108 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს მართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართავს. უწყების ინფორმაციით, ვიზიტი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ქართული დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალით დაიწყება, რომლის შემდეგაც ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ქართულ დელეგაციას გაფართოებულ ფორმატშიც შეხვდება, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში 2017 წლის ორმხრივი თანამშორმლობის გეგმას მოეწერება ხელი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)