08:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 21:02:00, 2000 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ალეპოში მიმდინარე გენოციდი გააპროტესტეს

თბილისში რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორმოცამდე წარმომადგენელმა, რუსეთის საწინააღმდეგო აქცია გამართა. ქაციის მონაწილეებმა, სირიის დედაქალაქ ალეპოს განადგურება გააპროტესტა. აქციის მონაწილეთა აზრით, რუსეთის არმია მიწასთან ასწორებს ალეპოს და საერთაშორისო თანამეგობრობა უმოქმედოა.

აქციაზე გამოიტანეს სხვადასხვა შინაარსის პლაკატები. პლაკატებზე ეწერა "STOP RUSSIA" "რუსეთი ყველგან ოკუპანტია" "შეწყდეს სირიელების გენოციდი".

აქციის ორგანიზატორების თქმით, 2011 წელს დაწყებული სირიის კონფლიქტის დასრულება მრავალჯერ იყო შესაძლებელი, თუმცა ამას ხელს უშლის რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშასრ ალ-ასადის ერთგული მოკავშირეა და უზრუნველყოფს მის სამხედრო კამპანიას, რომელიც მიმართულია, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების განადგურებაზე. ასადის მიერ არა ერთხელ მოხდა აკრძალული იარაღის გამოყენება, მათ შორის, ქიმიური და კასეტური იარაღის.

ცნობისთვის, 12 დეკემბერს, სირიის სამთავრობო ჯარებისა და მისი მოკავშირეების (რუსეთი, ირანი) მიერ მოხდა ისტორიული ქალაქის ალეპოს დაკავება. იმავე დღეს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოსახლეობის მიმართვები, სადაც ისინი საუბრობენ სირიის სამთავრობო ჯარის მიერ რიგითი ადამიანების მასობრივ განადგურებაზე.

გიორგი ჭაბაკაურის ფოტო

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics