13:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 17:47:25, 927 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებმა ინგლისური ენის შესწავლის უფასო კურსი წარმატებით დაასრულეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებისთვის ინგლისური ენის შესწავლის უფასო კურსის მორიგი ეტაპი დასრულდა.

პროექტში ჩართულ 40 წარმატებულ კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. მათ შორის არიან როგორც „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“, ისე განრიდების პროგრამისა და მედიაციის სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარები. პროექტს  14 მოხალისე პედაგოგი უძღვებოდა, რომლებსაც დღესვე მადლობის სიგელები გადაეცათ. ჯგუფები ბენეფიციარების ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით დაკომპლექტდა.  ინგლისური ენის გაკვეთილები დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და მედიაციის სახლის ოფისებში მიმდინარეობდა.  ინგლისური ენის უფასო კურსები ცენტრის ბენეფიციარებისთვის ერთ-ერთი სერვისია, რომელიც მესამე წელია მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში სერვისით 150-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“  „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას" ახორციელებს, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამა ყოფილ პატიმარს საჭიროების მიხედვით მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.

მისი მიზანია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და მათი ოჯახის წევრთა დახმარება. გარდა ამისა, „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს რისკ ჯგუფს მიკუთვნებულ არასრულწლოვნებსაც სთავაზობს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics