|
2016-12-15 14:53:54, 1604 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა არ შეიცვლება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა არსებულზე მეტად არ გამკაცრდება: „უცხოელებისთვის, რომლებიც არასდროს ყოფილან საქართველოს მოქალაქეები, არ დაბადებულან საქართველოში, მათთვის დღესაც არ არის ადვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ისინი გადიან სერიოზულ გასაუბრებას, სერიოზულ შემოწმებას დოკუმენტების, მათი წარსულის და საქართველოში სამომავლო გეგმების შესახებ. ეს ასეა ყველა ქვეყანაში, უფრო რთული პროცედურებიც არსებობს სხვა ქვეყნებში.ეს პროცედურები არ შეიცვლება, დარჩება ისევე მკაცრად. ჩვენ პრაქტიკაში ჩვენი თანამემამულეებისადმი უფრო ლიბერალური მიდგომა გვაქვს იმ ადამიანებისადმი, ვინც დაიბადნენ ყოფილ საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკაში და შემდეგ გავიდნენ ქვეყნიდან და ახლა სურთ ჰქონდეთ ჩვენი მოქალაქეობა. რა თქმა უნდა, მათთვის მიდგომები უფრო ადვილი იყო. არაფერი შეიცვლება, მკაცრი წესები იყო და დარცება კიდეც“,- აღნიშნა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)