|
2016-12-15 10:02:24, 1411 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა დღეს გაიმართება
შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტის სესიაზე დღეს გაიმართება,- ამის შესახებ ევროპარლამენტმა განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. "წევრმა ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას დაუკავშირეს. ევროპარლამენტმა და საბჭომ ამ მექანიზმზე შეთანხმებას 7 დეკემბერს მიაღწიეს და მას პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე ხუთშაბათს გაიტანენ. ევროპარლამენტის წევრების თხოვნის საფუძველზე, ევროკავშირის თავმჯდომარე სლოვაკეთმა პირობა დადო, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე წერილობით დაუდასტურებს მათ, რომ საბჭო გააკეთებს ყველაფერს საქართველოსთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დამუშავების დასაჩქარებლად. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება იმავე დღეს, როდესაც ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი", -აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, ევროპარლამენტის განცხადების მიხედვით, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს არაფორმალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. როგორც ევროპარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, "13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება კიდევ უნდა დაადასტურონ წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა (Coreper) და მხარი დაუჭიროს LIBE-ს კომიტეტმა და მთელმა პარლამენტმა, სავარაუდოდ იანვარში".
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)