07:49 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 09:39:34, 982 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ ვგრძონობთ პასუხისმგებლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები ყველაზე უკეთ ესმის. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით,  ვითარება აუცილებლად შეიცვლება. ამასთან, პრემიერის თქმით, პოლიტიკური ოპონენტებისთვის ასეთ  დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ადვილია:

„თუ ჩვენს რეგიონში, იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველო იმყოფება,  იქნება მაღალი განვითარების დინამიკა, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მაღალი განვითარების მაჩვენებლები. თუ  ჩვენს რეგიონში იქნება არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება, ჩვენ მაინც გვექნება უკეთესი მაჩვენებლები გამომდინარე ყველა იმ ნაბიჯიდან, რომელსაც ვდგამთ. რა თქმა უნდა, გვესმის, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და სხვათაშორის, ყველაზე უკეთ გვესმის და ძალიან ადვილია ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ ვგრძონობთ პასუხისმგებლობას ყველა ნაბიჯზე, რომელსაც ვაკეთებთ და ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება, ჩვენ არ ვაკეთებთ რაღაც ინოვაციურს ამ შემთხვევაში, ის ნაბიჯები მაქვს მხედველობაში, რომელსაც ვდგამთ. ამას მოაქვს ეკონომიკური მეტი დინამიკა და განვითარება და უფრო სწრაფი ზრდა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics