07:50 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 20:18:30, 1745 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

როგორც განცხადებიდან ვიგებთ, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე შეთანხმება შედგა.

"კარგი ამბავი საქართველოს მოქალაქეებისთვის: საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის საბჭოა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ტრიალოგი დღეს გაიმართა. როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, 20 დეკემბერს აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) განიხილავს.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics