|
2016-12-13 18:27:00, 1323 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ჰოლანდიელ დიპლომატს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დუმას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში არსებული ურთიერთობის გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ლევან იზორიამ ჰოლანდიის ელჩს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის საქმეში შეტანილი წვლილის გამო, ასევე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) პროექტის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფებასა და სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო ჰოსპიტალებს შორის თანამშრომლობის საკითხზე გამახვილდა. ლევან იზორიამ ჰოლანდიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობისთვის. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ჰოლანდიის ელჩის მოადგილე ფლორ ნუიტენ - ელზინგა დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)