10:39 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 17:11:17, 1014 ნახვა

საზოგადოება
სასწავლო დაწესებულებები, სადაც გრიპის გამო ბავშვების გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, 3 დღით დაიკეტება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, 14 დეკემბრიდან, ის სასწავლო დაწესებულებები და საბავშვო ბაღები, სადაც გრიპის ვირუსის გამო ბავშვების გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, 3 დღით დაიკეტება, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყებამ გრიპის ვირუსის გამო კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაიწყო.

დავით სერგეენკომ მოსახლეობას რამდენიმე რეკომენდაციითაც მიმართა..

„დღის საათებში მიმართეთ ოჯახის ექიმს და არა  - სასწრაფოს, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან, თუ არ იქნება აუცილებლობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, ხელების სისუფთავეს, რადგანაც ხელების ხშირი დაბანა არის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი გრიპის ვირუსის გადაცემისაკენ“, -აღნიშნა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრა მოსახლეობას ურჩია, რომ გრიპის სიმპტომების დროს ოჯახის ექიმს რაც შეიძლება მალე მიმართონ.

„ოჯახის ექიმის კომპეტენციაში შედის გრიპის ვირუსის მკურნალობა, ამიტომ სიმპტომების დროს მიმართეთ ოჯახის ექიმს და არა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. რაც შეეხება სიმპტომებს ესენია, მაღალი სიცხე, ძლიერი საერთო სისუსტე და თავის და სახსრების ტკივილი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics