|
2016-12-13 16:56:35, 1086 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: შეიქმნება სპეციალური სადისპეტჩერო, სადაც გრიპის ვირუსის მქონე მოქალაქეთა ზარები გადამისამართდება
„ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია. ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა“, - ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, გრიპისმაგვარი ვირუსით ავადობის გაზრდილი სურათი უკვე სახეზეა. „ეს არ არის ეპიდემია. მას თავის მახასიათებელი აქვს 500-ზე მეტი დაავადებული 100.000 მოსახლეზე, საბედნიეროდ, ამ დროის მდგომარეობით, ავადობის რიცხვი არის 100.000 მოსახლეზე - 254“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა ვირუსული ინფექციების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გაზრდილი მიმართვიანობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, სასწრაფოს მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისთვის, ალეტრნატიული სადისპეტჩერო ამოქმედდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მიმართვიანობა. გუშინდელი მდგომარეობით რეაგირების გარეშე 550-ზე ზარი დაფისიქრდა. ამ გამოძახებების უმრავლესობა გრიპის სიმპტომების გამო იყო. ამდენად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც უწყება სამი კვირის განმავლობაში, მიმდინარე წლის იანვარში მუშაობდა. დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეტჩერო, სადაც ასეთი ჩივილების მქონე პაციენტების ზარები გადამისამართდება და ამ დაავადებების მართვას უკვე ოჯახის ექიმები განახორციელებენ. დამატებით საოჯახო მედიცინის ცენტრები გაიხსნება, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღეს იმუშავებენ და ეს იქნება ქმედითი ზომები, რათა გაზრდილი ავადობის სურათი მნიშვნელოვნად შემცირდეს. დავით სერგეენკომ საგანმანათლებლო უწყებებში სასწავლო პროცესის შესახებ სტანდარტული პროტოკოლის ამოქმედებაზე გააკეთა აქცენტი. თუკი საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოუცხადებლობა 40%-ს გადააჭარბებს სასწავლო პროცესი 3 დღით შეწყდება. „ხვალიდან სასწავლო დაწესებულებებში, ბაღებსა და სკოლებში სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედდება. ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე, თუკი გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, ასეთი დაწესებულება 3 დღის განმავლობაში დაიკეტება“, - განმარტა მინისტრმა. ქვეყნის პირველმა ექიმმა მოსახლეობას ვირუსული ინფექციების გავრცელებისგან თავის დასაცავად ხელების ჰიგიენის, პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და ექიმთან დროული მიმართვის შესახებ რეკომენდაცია მისცა. ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და მოსახლეობას გრიპისმაგვარი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფოს ნაცვლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვის რეკომენდაცია მისცა.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)