|
2016-12-12 13:22:59, 1905 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: ქვესადგურ „მარნეული 500"-ის მშენებლობის დასრულება ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500", რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია, - პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ", „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის" ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. ქვესადგურის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრნენ. "მარნეული 500"-ის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ახალი ქვესადგურის მშენებლობის დასრულება. "ვფიქრობთ, ეს ქვესადგური უმნიშვნელოვანესი შენამატი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ეს პროექტი 50-მილიონიანი „რეგიონალური ელექტროგადამცემის გაუმჯობესების პროექტისა" და საქართველოს მთავრობის ათწლიანი ელექტროგადაცემის განვითარების სისტემის სტრატეგიული გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ გეგმის თანახმად, 735 მლნ ევროს ინვესტირებაა გათვალისწინებული ქვეყნის ელექტროგადაცემაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ადგილობრივი გენერაციის ობიექტებისთვის, მოსახლეობისა და ეკონომიკის მომარაგებისთვის, ასევე, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერებისთვის", - განაცხადა პრემიერმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი, რომლის მხარდაჭერით პროექტი განხორციელდა, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პარტნიორია. პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს მთავრობის პარტნიორ სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის - KFW-ს, მსოფლიო ბანკსა დაევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. "ეს ინვესტიციები მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და სტაბილურს ხდის ქვეყნის ენერგომომარაგებას. ჩვენი ქვეყანა, ასეთ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში ჩართულობით, კიდევ უფრო განამტკიცებს ენერგოსტაბილურობას ქვეყანაში და ელექტროენერგიით ქვეყნის სტაბილურ მომარაგებას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. „მარნეული 500"-ის სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ BEST/BETAS განახორციელა. ქვესადგური "მარნეული-500"-ის აშენებით, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" დაასრულა 50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი", რომელიც "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარ საზარელ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით და თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თანაგრძნობა გამოუცხადა. დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველო თურქეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)