05:38 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 17:38:05, 1213 ნახვა

პოლიტიკა
ჩიხრაძე: მთავარი ამოცანა იყო, რომ საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც განზრახულია, მაღალი სანდოობისა და ლეგიტიმაციის მქონე ყოფილიყო

აქ მთავარი ამოცანა იყო, რომ საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც განზრახულია, ყოფილიყო მაღალი სანდოობისა და ლეგიტიმაციის მქონე, - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, დასანანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა არა ფართო პოლიტიკურ კონტექსტის გათვალისწინებით, არამედ საკმაოდ ვიწრო, ფორმალისტური მიდგომებიდან გამომდინარე, რაც მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვან პროცესს სერიოზულად აზარალებს.

„აქ მთავარი ამოცანა იყო, რომ საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც განზრახულია, ყოფილიყო მაღალი სანდოობისა და ლეგიტიმაციის მქონე. აქედან გამომდინარეობდა პრეზიდენტის შეთავაზება ამ პროცესთან დაკავშირებით. 

ძალიან დასანანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა გუნდა მიიღო და დღეს გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი, კიდევ უფრო აჩენს იმ კითხვის ნიშნებს, იმ ეჭვს, რომელიც აქამდე არსებობდა საკონსტიტუციო პროცესისადმი უფრო აღრმავებს, და ის პრაქტიკა, რომელიც არსებობდა მანამდე, წინა ხელისუფლებების პერიოდში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს საქმიანობა იმავე წესით გაგრძელდება.

ძალიან დასანანია ამავდროულად ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, პირველი სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა არა ფართო პოლიტიკურ კონტექსტის გათვალისწინებით, არამედ საკმაოდ ვიწრო, ფორმალისტური მიდგომებიდან გამომდინარე, რაც კიდევ ვიმეორებ, ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს სერიოზულად აზარალებს.

კონსულტაციებს რაც შეეხება: ოფიციალური კონსულტაციები ნამდვილად არ გამართულა, უკვე გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე  ამ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ჩაგვაყენეს საქმის კურსში. ამას, რა თქმა უნდა, კონსულტაცია ვერ დაერქმევა, რადგან ეს იყო მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეტყობინება, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავაფორმულიროთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics