|
2016-12-09 16:13:19, 2066 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი ინიციატივით გამოდის, საქართველოში შოთა რუსთაველის დღე დაწესდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივით გამოდის, შოთა რუსთაველის დღე დაწესდეს. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა კულტურისა და განათლების მინისტრებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაავალა: „შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსთაველთან დაკავშირებულ არაერთ საზეიმო ღონისძიებას დავსწრებივართ და გაგვიმართავს, მაგრამ უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ საარჩევნო პროცესთან და გრძელვადიან წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ვერ შევძელით იმ დონეზე ამის აღნიშვნა, როგორც შეეფერებოდა ამ უდიდეს მწერალს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და იქნებოდა საქართველოს წარმოჩენისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა. ვთხოვ, კულტურისა და განათლების მინისტრებს, რომ ამ საკითხზე იმუშაონ და მეტი კონკრეტიკა შევთავაზოთ საზოგადოებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)