|
2016-12-09 14:51:26, 1996 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: მცხეთის ისტორიული ძეგლებითვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისასალმებელი ფაქტია, რომ იუნესკოს მიერ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა: „მსოფლიოში ამჟამად მხოლოდ ათი ობიექტია, რომელსაც ასეთი სტატუსი აქვს მინიჭებული და ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ასეთი სტატუსი ენიჭება მხოლოდ ისეთ ძეგლებს, რრომლებსაც კაცობრიობისთვის უდიდესი კულტურული ფასეულობა გააჩნია, მადლობა ყველა უწყებას, რომ აქტიური ჩართულობით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ასევე მიმდინარე წელს, მცხეთის ძეგლები ამოიღეს იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან და დაბრუნდა ძირითად ნუსხაში, ასევე 30 ნოემბერს ქართულ ანბანს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)