|
2016-12-09 14:36:48, 1113 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა „წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ დაასრულეს
„წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ დასრულდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები მონაწილეებს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილეებმა გადასცეს. უწყების ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა და პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს, კანადურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ (EPPC) სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის დირექტორატის (DMTC) ინიციატივით, სამხედრო წვრთნებისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, კანადის ეროვნულ თავდაცვის დეპარტამენტთან კოორდინაციით ჩატარდა. ათდღიანი თეორიული სწავლების განმავლობაში, მსმენელებმა საერთაშორისო წვრთნების დაგეგმვის პროცესში, მრავალეროვნული და რეგიონული სწავლების დონეზე, შტაბის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები შეისწავლეს. კურსში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მონაწილეობა კანადის, უკრაინისა და მაკედონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს. „წვრთნების დაგეგმვის პროცესის კურსი“ 28 ნომებრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში კანადის თავდაცვის ატაშე, კაპიტანი ივან ალაინი და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)