|
2016-12-09 13:25:33, 1762 ნახვა
კომენტარი
კულტურის მინისტრი აპირებს, "ინტერნეიშენალ ივენთსს" მის საკუთრებაში არსებულ ბინაში რეგისტრაცია გაუუქმოს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც მინისტრის მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ ვალი აქვს. "ეს ბინა ახლა ჩემ საკუთრებაშია, მაგრამ იმდენად, ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია, წარმოიდგინეთ 2005-ში აბსოლუტურად ფორმალური საკითხი, როდესაც იურიდიული მისამართი განესაზღვრა კომპანიას ბინაზე და ამ ბინაში როდესაც 10 წელზე მეტია არ ცხოვრობ, ინიშნები თანამდებობაზე, ნუ ნამდვილად არ გახსენებია არავის ფორმალური საკითხი. კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რაიმე დარღვევას წარმოადგენს დღესაც, თუმცა ამ ხარვეზსაც აუცილებლად გავასწორებ, გავაუქმებ იმ რეგისტრაციას,“ - განუცხადა გიორგაძემ „რუსთავი2“-ს. ცნობისთვის, საია-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კულტურის მინისტრის მისამართზე რეგისტრირებულ კომპანია "ინტერნეიშენალ ივენთსს" სახელმწიფოს მიმართ მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)