03:45 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 10:41:56, 1002 ნახვა

პოლიტიკა
სოფიო კილაძე: დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ შევიდეთ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ვიზალიბიერალიზაციასთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას გამოეხმაურა.

კილაძე დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე, საქართველოს მოქალაქეები  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

„ძალიან დიდი იმედით ვუყურებ იმ განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა ევროკავშირის ძალიან მაღალი დონიდან. დარმწმუნებული ვარ, მალე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს  ექნება შესაძლებლობა, უვიზოდ შევიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, - აღნიშნა კილაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვიზალიბერალიზაცია ძალაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics