08:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 22:34:10, 2485 ნახვა

სამართალი
ბასილაია: ჟვანიას სიკვდილის უშუალო მიზეზი ნახშირჟანგით მოწამვლაა, ამ დასკვნის ავტორი კი დღეს გამართლებულია

[ზურაბ] ჟვანიას სიკვდილის უშუალო მიზეზი ნახშირჟანგით მოწამვლაა, ამ დასკვნის ავტორი კი დღეს გამართლებულია, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი განცხადებით, პროკურატურამ დასკვნა ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია. მისივე თქმით, ლევან ჩაჩუა დღეს გამართლებულია და ეს დასკვნა ძალაში რჩება.

"ლევან ჩაჩუას დოკუმენტი, ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარია გარდაცვალების მიზეზებზე, მანდ წერია, რომ  ზურაბ ჟვანიას სიკვდილის უშუალო მიზეზი ნახშირჟანგით მოწამვლაა. ლევან ჩაჩუა დღეს გამართლებულია და, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა ძალაში რჩება. პროკურატურამ ეს დასკვნა ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია," - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

შეგახსენებთ, გოგლა ჟვანია სასამართლოს მიერ ლევან ჩაჩუას გამართლებას გამოეხმაურა და მას "სიყალბე და აშკარა ტყუილი" უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics