|
2016-12-06 21:29:32, 1172 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე კარპენტერთან გამართულ დისკუსიას დაესწრნენ
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მაიკლ კარპენტერთან გამართულ ღია დისკუსიას დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამართულ ღია დისკუსიას დაესწრნენ. „საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა - დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერება“ იყო თემა, რომელზეც სპეციალურად მოწვეულმა სპიკერმა, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთან ისაუბრა. ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის. დისკუსიის ფორმატში მაიკლ კარპენტერმა ყურადღება საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში არსებული ახალი გამოწვევების კონტექსტში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ასევე თავდაცვის ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერაზე გაამახვილა. სტუმარმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილს. ღია დისკუსიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელიც დაესწრნენ. შეხვედრა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)