02:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 14:41:57, 1681 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს.

შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა იყო აუცილებელი. ზურაბ პატარაძის კანდიდატურას 21 დეპუტატიდან სრული უმრავლესობით, 14 ხმით იქნა არჩეული. მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რის შემდეგაც დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„ძალიან მალე დავაკომპლექტებთ ჩვენ ახალ მთავრობას და ეს იქნება პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია საქმის ცოდნაზე, გამოცდილებაზე და ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისა და წინსვლისათვის. დღევანდელ ჩემს გამოსვლაში არაერთგზის აღვნიშნე ის პროექტები, რომელიც დაგეგმილია აჭარის ავტონომიურ რესპულიკაში. ჩვენი პრიორიტეტია მომდევნო 4 წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები და მეტი განვითარება. რა თქმა უნდა ერთერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის მაღალმთიანი აჭარის განვითარება, ასევე ძალიან ბევრი საინტერესო და ინოვაციური პროექტია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რაც გააძლიერებს რეგიონის მაღალმთიანეთის მოსახლეობას. პრიორიტეტებში გვაქვს ასევე გოდერძისა და გომარდულის განვითარება. და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს კუთხეს, რომ გახდეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი და ტურისტულად აქტიური, სოციალურად და ეკონომიკურად ძლიერი რეგიონი", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ არჩევის შემდეგ.

რეგიონის ახალმა მმართველმა ზურაბ პატარაძემ ახალი მინისტრთა კაბინეტი 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს.

მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე პატარაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურად 28 ნოემბერს წარადგინა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics