|
2016-12-03 13:31:55, 683 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია გამართა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვოლთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, მინისტრმა თანამედროვე ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ისაუბრა. სოზარ სუბარმა სახალხო დამცველად და სასჯელაღსრულების მინისტრად მუშაობის პერიოდში მიღებული გამოცდილებაც გაიხსენა. მინისტრმა ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა. უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სტუდენტი-ახალგაზრდობის განათლებისა და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სოზარ სუბარს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. შეხვედრას ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები, აგრეთვე, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. (NS)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)