|
2015-01-12 10:28:17, 2802 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვასილ ა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე ტაქსით გადაადგილდებოდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის „ა-კა-ეს-74“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით, ასევე კუსტარულად დამზადებული „ნაგანი“-ს ტიპის არარეგისტრირებული რევოლვერი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი სასროლად ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)