|
2016-12-02 16:36:40, 682 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე: 2017 წელს ევროკავშირის ბაზარი შავი ზღვის თევზისთვისაც გაიხსნება
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტში ვაჭრობის საკითხებზე გამართულ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტოდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა განიხილეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროპულ მხარეს საქართველოს მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო მიახლოების კუთხით განხორციელებული რეფორმების, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში განხორციელებული პროგრამების შესახებ ისაუბრა. ევროკავშირის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რასაც საქართველომ სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბოლო წლებში მიაღწია. დადებითად შეფასდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები თაფლის და შავი ზღვის თევზის კონტროლის მიმართულებით. შეხვედრაზე ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ნაწარმოები თაფლი ევროკავშირის ბაზარზე შეიტანონ. გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში შავი ზღვის თევზთან დაკავშირებითაც დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და, შედეგად, ევროკავშირის ბაზარი აღნიშნული პროდუქტისთვისაც გაიხსნება. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ესწრებოდნენ. (NS)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)