|
2016-12-02 11:21:42, 1647 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა
2016 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,6 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 0,2% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,8%-ით გაიზარდა. „მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 0,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (8,7 პროცენტი) და რძის, ყველისა და კვერცხის (3,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5,3 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,22 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,2 პროცენტი); წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: მოცემულ პერიოდში ფასების 10,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე, რაც 0,65 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (17,6 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (4,9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებისა (5,6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (1,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-12,1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-5,0 პროცენტი)“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)