20:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 09:42:54, 702 ნახვა

სამართალი
„სოკარის“ გაზგასამართ სადგურში ოპერატორისა და მენეჯერის დაჭრის ფაქტი გახსნილია

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასანამრთლევი 1993 წელს დაბადებული ზურაბ უ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, გურამიშვილის გამზირზე მდებარე „სოკარის“ გაზგასამართ სადგურში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ფეხის არეში დაჭრა ოპერატორი - 1991 წელს დაბადებული ზურაბ ა, მენეჯერი - 1983 წელს დაბადებული ჯაფარ ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში გურამიშვილის გამზირზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოღებულია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ჯანმრთლების განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 118-ე მუხლით)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics