22:14 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 15:07:16, 2431 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმა რუსეთის „ფარული გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, რუსეთის მიერ მოქალაქეებსა და სხვა სახელმწიფოების მთავრობებზე ფარული გავლენისგან დაცვის მიზნით, სპეციალური სტრუქტურა შეიქმნება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, დოკუმენტი 2017 წელს სადაზვერვო უწყებების დაფინანსებას ეხება და მას საიდუმლო დანართი აქვს, რომელშიც ნაციონალური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზეა საუბარი.

კანონპროექტს წარმოამდგენელთა პალატის 390 წევრმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი 30 კანონმდებელი იყო. ამასთან, 93-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსეთი მედიის მანიპულირებას ახორციელებს და გავლენის აგენტებს აფინანსებს, ასევე ერებსა და მთავრობებზე ფარულ გავლენას ახორციელებს".

სპეციალურ სტრუქტურას დაევალება, რუსეთის ფარული გავლენის პოლიტიკას, მათ შორის დეზინფორმაციის, გავლენის აგენტების, რუსეთის უსაფრთხოების ძალებისა და პოლიტიკური ელიტის მიერ ჩადენილი კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, ტერორიზმისა და მკვლელობების ფაქტების გამოვლენის გზით წინააღმდეგობა გაუწიოს.

კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის დაზვერვაზე 2017 წელს 70 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა.

აშშ-ის სენატმა დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა განიხილოს, რის შემდეგაც ის ქვეყნის პრეზიდენტს გადაეგზავნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics