|
2016-12-01 13:22:30, 1411 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: სამინისტროს ბიუჯეტში ყველა ის პროგრამაა შენარჩუნებული, რომელიც განვითარებაზეა მიმართული
„მთავრობასთან ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ძირითადი პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ არის მიმართული, შენარჩუნებული იქნება“,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ბიუჯეტის განხილვები მთავრობაში შედგა და საბოლოო ვარიანტი შეჯერებულია. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში შენარჩუნებულია ყველა ის პროგრამა, რომელიც განვითარებაზეა მიმართული. პროგრამა,რომელიც ეხებოდა მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერას დროებითი იყო, სამ წლიანი პროგრამას ემატება მეოთხე წელიც, ასე რომ ვინარჩუნებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოების, სამელიორაციო სამუშაოებს, აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოებ. ,ვინარჩუნებთ მხარდაჭერისა და განათლების პროგრამებს, შემცირებულია აპარატის, საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯები“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ სამინისტროს ბიუჯეტი 257 მილიონ ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)