06:59 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 12:02:45, 2028 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შს მინისტრის ორი მოადგილის შტატი გაუქმდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შს მინისტრის ორი მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შტატების გაუქმება საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით მოხდა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის N 524 დადგენილების  საფუძველზე, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, გაუქმდა შს მინისტრის 2 მოადგილის საშტატო ერთეული“, - აცხადებენ უწყებაში.

ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილების მე-6 მუხლში ცვლილება დღეიდან შევიდა. ცვლილების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრს პირველ მოადგილესთან ერთად, ხუთის ნაცვლად, სამი მოადგილე ეყოლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics