|
2015-03-23 19:31:50, 5859 ნახვა
კულტურა
ხელნაწერთა ცენტრში თამარ მეფის კუთვნილი ე.წ. „ვანის ოთხთავი“ გამოიფინება
27 მარტს, 13:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თამარ მეფის კუთვნილი ე.წ. „ვანის ოთხთავი“ რესტავრირებული ყდით გამოფინება. გამოფენა ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში რამდენიმე საათი გაგრძელდება, სადაც საზოგადოებას საშუალება ექნება, ნახოს მისი ყდის ძველი და ახალი მდგომარეობა, ასევე შეაფასოს შესრულებული სამუშაო. როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, „ვანის ოთხთავის“ ყდის შეცვლა 2014 წელს, ადვოკატ ზვიად კორძაძის ფინანსური მხარდაჭერით, ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ მოხდა, ვინაიდან 70-იან წლებში არასწორი ტექნიკით შესრულებული ყდა იწვევდა ხელნაწერის დაზიანებას. ვანის სახარება მეფე თამარისათვის მისივე დაკვეთით შეიქმნა. გაფორმების ხარისხითა და შესრულებით იგი ერთ-ერთი უპირველესთაგანია და გამორჩეული ,,საზეიმო’’ ხელნაწერებს შორის. გადაწერილია მაღალი ხარისხის თეთრ ეტრატზე ნუსხურით, უხვადაა გამოყენებული ოქრომელანი. შემკულია მდიდრული კამარებით, თავსამკაულებით, სახარებათა თავების დასაწყისში წარმოდგენილია ორიარუსიანი მინიატურები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)