|
2016-11-30 15:53:40, 1261 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თაქთაქიშვილი: პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე ვაკანტური უნდა იყოს
ყრილობამ არ უნდა აირჩიოს პარტიის თავმჯდომარე, რამდენადაც ახლა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ეს თანამდებობა სიმბოლურად უნდა იყოს ვაკანტურად დატოვებული ამ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს დაწყებამდე განაცხადა. თაქთაქიშვილის თქმით, ის ყრილობაზე მივიდა, რათა დააფიქსიროს ის პოზიცია, რაც მხარდამჭერების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს. „დღევანდელი პოლიტსაბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მხარდამჭერებს ასე აინტერესებდეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტსაბჭო. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გამოვთქვა ის პოზიცია, რაც აქვს ჩვენი მხარდამჭერების აბსოლუტურ უმრავლესობას. ისინი მხარს უჭერენ იმას, რომ იყოს დიდი,7000 კაციანი ყრილობა, დელეგატების შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და არ იყოს შესაძლებლობა გარკვეული მანიპულაციების. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ყრილობამ არ უნდა აირჩიოს პარტიის თავმჯდომარე, რამდენადაც ახლა მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს თანამდებობა სიმბოლურად უნდა იყოს ვაკანტურად დატოვებული ამ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე“,- აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობისთვის" პარტიის ერთიანობის დემონსტრირება მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტიის ერთიანობის დემონსტრირება და სწორედ ამის დემონსტრირება იქნება ის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ შევთანხმდებით 7 000 კაციან ფართომასშტაბიან ყრილობაზე, როდესაც არავის დარჩება იმის ეჭვი, რომ ხდება სპეციალურად მცირე ყრილობის მოწვევა, რომ არ იქნეს ასახული ჩვენი მხარდამჭერების პოზიციები”, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს ყრილობა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)