|
2016-11-29 17:23:36, 2345 ნახვა
სამართალი კომენტარი
ჯეჯელავა: დაისჯება ყველა, ვინც შეეცდება, განათლების დამადასტურებელი საბუთები გააყალბოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავების ფაქტს გამოეხმაურა. ჯეჯელავას განცხადებით, ყველა ადამიანი, ვინ განათლების დამადასტურებელი საბუთის გაყალბებას შეეცდება, დაისჯება: „ძალიან სამწუხარო ფაქტია ნებისმიერი გაყალბება.როდესაც ჩვენ გვაქვს სრულიად უფასო პროფესიული განათლების ძალიან კარგი პროგრამები, გვაქვს მრავალფეროვანი დაფინანსება უმაღლესი განათლების, ყველას მინდა მოვუწოდო, ნებისმიერი სხვა ალტერნატივისგან, მითუმეტეს კანონის დარღვევისგან თავი შორს დაიჭირონ.დაისჯება აუცილებლად ახლაც და მომავალშიც ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება, რომ უმაღლესი განათლების, ან პროფესიული, ან სხვა განათლების დამადასტურებელი საბუთები გააყალბოს“,-აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)