|
2016-11-29 16:34:17, 967 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი შს მინისტრს მიმართავს, ავტომანქანების ციმციმებით მოძრაობის აღსაკვეთად, სპეციალური ზომები მიიღოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, ავტომანქანების ციმციმებით მოძრაობის აღსაკვეთად, სპეციალური ზომები მიიღოს. განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. "ამ დღეების განმავლობაში, არაერთხელ შემხვდა ციმციმებიანი შავი ჯიპების მოძრაობა არა მარტო ქალაქში, არამედ ავტობანებზეც. მინდა გთხოვოთ, შესაბამისი ზომები იქნას მიღებული პატრულის მხრიდან. მე პირადად, პრემიერის მანქანაზე თითქმის არ ვიყენებ ამ სპეციალური სიგნალების მაჩვენებელს. მინდა, გთხოვოთ, ყველა ფუნქციონერმა გაითავისოს იგივე სტანდარტი და მხოლოდ კანონით დადგენილი წესით იქნას გამოყენებული ეს შუქურა, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ გამაღიზიანებლად მოქმედებს ჩვენს მოსახლეობაზე. დიდი იმედი მაქვს, ამ განცხადების შემდეგ, თვითონ მიიღებენ შესაბამის ზომებს, მაგრამ თუ მაინც იქნება გამონაკლისი შემთხვევები, გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთოთ ასეთი ტიპის მოძრაობა ქუჩებში, ქალაქებში თუ ავტობანებზე", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)