00:20 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 21:36:16, 757 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ის რექტორი: ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები

ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშსა და „აუდიტორია 115“-ის წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, საკამათო საკითხები ნაკლებადაა, უფრო მეტად არის შეფასებითი მიდგომები. პრინციპის დონეზე შეთანხმება ძალიან ადვილია. როგორც მან აღნიშნა, "პრინციპი ერთია და სრულიად შეუვალი, რომელზეც ყველა მხარე ვთანხმდებით. ეს არის ის, რომ სტუდენტის უფლებები მთლიანად უნდა იყოს დაცული".

„რამდენიმე ჯგუფთან ძალიან სერიოზული პრობლემები განვიხილეთ. პრინციპში, საკამათო საკითხები ნაკლებადაა, უფრო მეტად არის შეფასებითი მიდგომები. პრინციპის დონეზე შეთანხმება ძალიან ადვილია. პრინციპი ერთია და სრულიად შეუვალი, რომელზეც ყველა მხარე ვთანხმდებით. ეს არის ის, რომ სტუდენტის უფლებები მთლიანად უნდა იყოს დაცული. ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები. საუბარი მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელზე არ არის. არის უფრო დიდ რეფორმაზე და ჯგუფებზე საუბარი. შესაძლებელია ცვლილებების გატანა მოხდეს საგაზაფხულო სესიაზეც“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics