|
2016-11-28 16:06:22, 1226 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი გახდეს
მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოესი წლების განმავლობაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლო და მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ოთხი წლის განმავლობაში, ამ გუნდთან ერთად ვუძღვებოდი სამინისტროს, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ბევრი პროექტია დაწყებული, ზოგიერთი მშენებლობის პროცესშია. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოესი წლების განმავლობაში ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი, ამის რესურსი და შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. ეს ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას ეკონომიკურ განვითარებას, რაც ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა”, - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, კახი კალაძემ განაცხადა, რომ ყველა მოადგილე, რომელიც 4 წლის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდა, შეინარჩუნებს თანამდებობას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)