|
2016-11-28 12:05:03, 714 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ აპარატის თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში ვიქტორ დოლიძემ ოფისის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს მისმა წინამორბედმა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა. დავით ბაქრაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „მგონია, რომ ეს ორი წელი ძალიან შედეგიანი იყო, რაც მთავარია ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც გაგრძელდება. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ბატონ ვიქტორს მოყვება ამ საქმეში, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი, ნაყოფიერი პერიოდი იწყება ამ ოფისის საქმიანობაში.“-აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა. თავის მხრივ, ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, იმისათვის, რაც აქამდე გაკეთდა. ჩვენ გვაქვს უკვე თანამშრომლობის გამოცდილება, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემები. ის, რაც აქამდე დათოსთან ერთად აკეთეთ თქვენ, არის ძალიან კარგი საფუძველი, რომ ზედნაშენები ჩვენც გავაკეთოთ. ძალიან ემოციური დღეა და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ.“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. ყოფილი მინისტრი დავით ბაქრაძე საქმიანობს აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის რანგში განაგრძობს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)